
30 აგვისტოს ტყიბულში, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა და საქნახშირის ინიციატივით მეშახტის ფროფესიული დღე სახალხო ზეიმის ფარგლებში აღნიშნეს. კომპანიის ინიციატივით, ათეული წლების შემდეგ, პირველად სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ, გამორჩეულ მეშახტეებს. ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობისას გამოვლენილი მაღალიფროფესიონალიზმისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისათვის დაჯილდოვდნენ: ღირსების ორდენებით - ბეაჟან ბალავაძე და სპარტაკ კბილაძე. ღირსების მედლები კი გადაეცათ - გია ქარქაშაძეს, ვაჟა ცნობილაძეს და გივი ჩიქობავას. სახელწიფო ჯილდოების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანიის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ფროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა ტყიბულის ცენტრში, ლეგენდარული ანსამბლის „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში კი ქალაქში სპეციალური საბავშვო გასართობი ლოკაციები მოეწყო. პატარების განწყობაზე კი მათი საყვარელი მულტფილმების და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ასევე გაიმართა საცირკო სანახაობები და გაწვრთვნილი ცხოველების შოუ. სადღესასწაულო და კულტურულული ღონისძიების გარდა გაიმართა საქმიანი შეხვედრებიც. მხარის გუბერნატორმა, ტყიბულის გამგებელმა და საკრებულოს თავჯდომარემ საქნახშირი ჯიაჯის ხელმძღვანელობასთან ერთად კომპანიის კუთვნილი ობიექტები დაათვალიერეს. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჭოლაძემ მათ, პირადად გააცნო დაგეგმილი, სტრატეგიული პროექტების დეტალები. იმერეთის გუბერნატორმა, ახალი პროექტი „ტყიბული 150“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ახალი თბოელექროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. გივი ჭიჭინაძის შეფასებით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ პროექტები და არსებული საწარმოები ქალაქს ახალ სიცოცხლეს აძლევს, რეგიონს კი ახალ ენერგეტიკულ ცენტრად აყალიბებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ის ადგილიც დაათვალიერეს სადაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ფარგლებში ახალი საწარმო უნდა აშენდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქნახშირში განხორციელებული სიახლეებითაც დაინტერესდნენ და ადგილზე გაეცნენ იმ სამუშაოებს , რომელიც მეშახტეთა უსაფრთხოების გაძლიერების, შრომის პირობებისა და ეკოლოგიური პროცესების გაუმჯობესების მიზნით გატარდა.