English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები გიორგი გახარიას შეხვდნენ


    16 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი გახარიასთან. შეხვედრას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის  გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე და GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

    მინისტრმა  თავის მიმართვაში ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, განიხილეს ასევე სტრუქტურული რეფორმები; საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზარის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის მიმართულება და ა.შ.   

    შეხვედრის დასასრულს გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველის სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძის შეთავაზებაზე, რომელიც ინდუსტრიული წარმოების წახალისებასა და სამუშაო ადგილების შექმნის სტრატეგიას გულისხმობს.,,ახალი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობის დროს , კომპანიამ გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების დეტალები , ტურბინა თუ სხვა საჭირო მასალა. რომელიც სწორედ საქართველოში იქნება წარმოებული. ამის სანაცვლოდ კი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორი ტარიფზე დანამატს მიიღებს , ამ ხელშეწყობის შედეგად ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება“-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. მინისტრი იზიარებს ურთიერთანამშრომლობის მსგავს მოდელს რაც მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ინდუსტრიული წარმოების წახალისების კარგ პრეცენდენტს შექმნის.

    https://youtu.be/ZFLi8gt0dB4

     

     


     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი