English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი'' კვლავ ,,ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში'' წევრია


         

    ,,ამერიკის სავაჭრო პალატის“ ორგანიზებით , თბილისში 2016 წლის 21 სექტემბერს სასტუმრო ,,მერიოტში“ ტრადიციული, ყოველთვიური შეხვედრა შედგა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე , ამერიკის შეერთებული   შეხვეშტატების  ელჩმა   იენ კელიმ, დამსწრე საზოგადოების წინაშე ვრცლად მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე  ეკონომიკური რეფორმები ,არსებული  ბიზნეს გარემო და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

           შეხვედრის დასასრულს ,,ამერიკის სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტმა სარა ვილიამსონმა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“   მენეჯმენტის წარმომადგენლებს  ორგანიზაციაში წევრობის აღდგენის დამადასტურებელი სიგელი ოფიციალურ ვითარებაში გადასცა.

        ,,ამერიკის სავაჭრო პალატის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათიესი და ,,ჯი-აი-ჯის“ არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი  წარმოადგენდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები .

               ,,ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 150 ორგანიზაციას. პალატა 1998 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაა. ,,ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ აქტიურად მუშაობს მთავრობასთან რათა გააუმჯობესოს ბიზნეს რეგულაციები და  ხელს უწყობს ქართველი და უცხოელი ინვესტორების თანამშრომლობას.  

     

      

      

                                                                           

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი