შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინერი
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სარელეო დაცვის მოწყობილობებისა და ელექტრო ავტომატიკის მუშაობის მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომლებითაც აღჭურვილია ელექტროენერგიის გადამცემი საჰაერო და საკაბელო ხაზები;
- სარელეო დაცვის მოწყობილობების რემონტისა და მოდერნიზაციის პროექტებისა და სამუშაოთა გრაფიკების მომზადება; გადაიარაღებისა და ტექნიკური მომსახურეობისას, დამტკიცებული გეგმებისა და გრაფიკების შესრულების კონტროლი;
- მოწყობილობებსა და ელექტრო გადამცემ ხაზებზე, მოკლე ჩართვის დენებისა და ძაბვების მნიშვნელობების გამოთვლა; გამოთვლების მონაცემების მიხედვით ტიპის, ფუნქციონიების ალგორითმის, სარელეო დაცვის მოწყობილობების განთავსების ადგილის, გარჩევადობის პირობების, მათი მგრძნობელობისა და ამოქმედების პარამეტრების განსაზღვრა;
- დანაყენებების გაანგარიშება, სარელეო დაცვის მოწყობილობების მახასიათებლების მიხედვით დადგენილი თანმიმდევრობით დაყენება, მათი შესრულების კონტროლი;
- სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის მოწყობილობების აღწერა და ანალიზი მათი ტიპის, სქემების, სამონტაჟო მდებარეობის, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნით საანგარიშო დანაყენებების, ელექტროენერგეტიკული სისტემის ფაქტიური მუშა რეჟიმების, ელექტრო მოწყობილობების და ცალკეული ელექტროგადამცემი ხაზების შესაბამისად;
- სარელეო დაცვის სისტემების: ტიპის, განთავსების ადგილის, დაყენების სქემის, დანაყენებების კორექტირების ცვლილებების წინადადებების შემუშავება; ელექტროავტომატიკის მოწყობილობების კონფიგურაციის ცვლილება;
- სარელეო დაცვისა და ავტომატიკის დანადგარების მდგომარეობის პერიოდული შემოწმება, ანგარიშების მომზადება, მითითებული პარამეტრების შესრულება, სადისპეტჩეროს (მართვის ფარის) პარამეტრების ცხრილში ცვლილებების შეტანა;
- სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის დანადგარების მომზადება შემოწმება-ტესტირებისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.