შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი პროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება;
- მიღებული შეკვეთის პირველადი განაცხადის დეტალური მონიტორინგი;
- კომპანიის შიდა პროცედურებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფასთა მოკვლევის დოკუმენტაციის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომპანიისთვის მომგებიანი მსყიდველობითი აქტის განხორციელება;
- კომპანიის შიდა პროცედურებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტენდერის გამოცხადება და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; სატენდერო კომისიაში მონაწილეობის მიღება და პრეტენდეტების შეფასება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით;
- გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, პროდუქციის დამზადებისა და ჩამოტანის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ჩამოტანის სრულ პროცესის მონიტორინგი, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი შესყიდვების შემთხვევაში;
- სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე შესყიდვების ბიუჯეტის კორექტირება;
- არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება;
- მომწოდებლებთან ყოველდღიური აქტიური კომუნიკაცია თანამშროლობითი ურთიერთობების დამყარების მიზნით;
- შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
- შესყიდვებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საგადასახადო აქტების ცოდნა, რომელიც შეესაბამება კერძო სექტორის ორგანიზაციას.
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია „1C“ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.