შპს "სიპაუერი" - ელექტრულ მოწყობილობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია - „CPower”, აცხადებს ვაკანსიას ელექტრულ მოწყობილობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბოელექტროსადგურის ელექტროტექნიკური მოწყობილობის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების შეგროვების კონტროლი და კოორდინაცია;
- ტექნიკური პირობების მომზადება ელექტროტექნიკური ნაწილის პროექტის შემუშავებისათვის ენერგობლოკის რეკონსტრუქციის დროს;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილში საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება, ანალიზი;
- ენერგობლოკის ელექტროტექნიკური მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოების კონტროლი და მიღება;
- დამკვეთის სამუშაოთა მოცულობის მომზადების ორგანიზება სამონტაჟო სამუშაოების დაწყებისათვის;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება და დამკვეთის მიერ გამოყენებული ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის ანალიზი;
- საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ვადებისა და ხარისხის მართვა (ელექტროტექნიკური მოწყობილობა);
- დამკვეთის სახელით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების შესრულების და ელექტროტექნიკური მოწყობილობის მიღების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
- მოედანზე შემოსული მოწყობილობის შემავალი კონტროლის განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება; საჭიროების შემთხვევაში შემავალი კონტროლის ჩატარება ელექტროტექნიკური მოწყობილობის მწარმოებელ ქარხნებში (factory test);
- პროექტის მიხედვით სამუშაოთა გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობისა და ვადების კონტროლი;
- გამოყენებული მასალების, ნაკეთობებისა და მოწყობილობის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და შრომის დაცვის ნორმების თანახმად;
- დამკვეთის სახელით სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩაბარება, საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებით;
- ენერგობლოკში შემავალი ელექტროტექნიკური მოწყობილობის გაშვება-გამართვის სამუშაოების პროგრამების, ინდივიდუალური და კომპლექსური გამოცდების ანალიზი, სამუშაოების შესრულების კონტროლი;
- გენერალური კონტრაქტორის მიერ მიწოდებული ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების ანალიზი;
- საგარანტიო გამოცდების პროგრამების ანალიზი, საგარანტიო გამოცდების ჩატარების შედეგების მიმღებ კომისიაში მონაწილეობა;
- კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის რეკლამაციების, პრეტენზიების მომზადება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების/უხარისხო მოწყობილობის მიწოდების გამო, ასევე სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადების დარღვევის გამო;
- დეფექტების აღმოფხვრის ორგანიზება და კონტროლი;
- ობიექტის მიღების და ექსპლუატაციაში ჩაბარების კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
- თბოელექტროსადგურის საექსპლუატაციო და მომსახურე პერსონალის სწავლების გეგმის შემუშავება. ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილში საექსპლუატაციო პერსონალის სწავლების პროგრამების შემოწმება და შეთანხმება;
- ექსპლუატაციაში შესაყვანი ნახშირის თბოელექტროსადგურისთვის გეგმის (ready to operate) შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიული ტექნიკური განათლება;
- არა ნაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტროსადგურების ელექტროტექნიკური მოწყობილობის დანერგვის და მოდერნიზაციის/მონტაჟის/გაშვება-გამართვის დარგში;
- თბოელექტროსადგურების სამშენებლო პროექტების/რეკონსტრუქციის დარგში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არა ნაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ნახშირის ელექტროსადგურებში წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების (Siemens, ABB, Schneider Electric) ელექტროტექნიკური მოწყობილობების ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება ნახშირის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში/ტექნიკურ მომსახურებაში და სარელეო დაცვასა და ავტომატიზაციაში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის ორგანიზების საბაზო სპეციფიკაციების და ინსტრუქციული მასალების;
- ნახშირის თბოსადგურების წარმოების ტექნოლოგიების, თბოენერგეტიკის დარგობრივი სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მენეჯერული უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.