შპს "სიპაუერი" - ინჟინერ-მექანიკოსი (საქვაბე უბნის დამხმარე მოწყობილობა, საწვავის მიწოდება, დასაწყობება, დამზადება)
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია - „CPower”, აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მექანიკოსის (საქვაბე უბნის დამხმარე მოწყობილობა, საწვავის მიწოდება, დასაწყობება, დამზადება) პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბოელექტროსადგურის დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ვადების და ხარისხის მართვა;
- დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება, ანალიზი დამკვეთის გამოყენებულ ნორმებისადმი და წესებისადმი შესაბამისობაზე, შემდგომი მიღებით;
- საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- დამკვეთისთვის სამონტაჟო სამუშაოების დაწყებისთვის წინაპირობის მომზადება;
- პროექტის მიხედვით სამუშაოთა გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობის კონტროლი;
- გამოყენებული მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების, ტექნიკური პირობების, შრომის დაცვის ნორმების თანახმად;
- დამკვეთის სახელით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების შესრულებისა და დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) მიღების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
- მოედანზე შემოსული მოწყობილობის შემავალი კონტროლის განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება. საჭიროების შემთხვევაში შემავალი კონტროლის ჩატარება დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) მწარმოებელ ქარხნებში (factory test);
- დამკვეთის სახელით სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მზაობის ტექნიკური მიღების განხორციელება, დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებით;
- ენერგობლოკში შემავალი დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) გაშვება-გამართვის სამუშაოების პროგრამების, ინდივიდუალური და კომპლექსური გამოცდების ანალიზი, სამუშაოების შესრულების კონტროლი;
- გენერალური კონტრაქტორის მიერ მიწოდებული დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების ანალიზი;
- საგარანტიო გამოცდების პროგრამების ანალიზი, საგარანტიო გამოცდების ჩატარების შედეგების მიმღებ კომისიაში მონაწილეობა;
- კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის რეკლამაციების, პრეტენზიების მომზადება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების/უხარისხო მოწყობილობის მიწოდების გამო, ასევე სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადების დარღვევის გამო;
- დეფექტების აღმოფხვრის ორგანიზება და კონტროლი;
- ობიექტის მიღების და ექსპლუატაციაში ჩაბარების კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
- თბოელექტროსადგურის საექსპლუატაციო და მომსახურე პერსონალის სწავლების გეგმის შემუშავება;
- დამხმარე მოწყობილობის (ნახშირის/კირქვის დაცლა, ნახშირის/კირქვის, კონვეიერის, ბუნკერის ტრანსპორტირება, საწვავის დამზადება, ქვაბში მიწოდება) ნაწილში საექსპლუატაციო პერსონალის სწავლების პროგრამების შემოწმება და შეთანხმება;
- ექსპლუატაციაში შესაყვანი ნახშირის თბოელექტროსადგურისთვის გეგმის “ready to operate” შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიული (ტექნიკური) განათლება. არა ნაკლებ 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება ნახშირის თბო-ენერგობლოკების თბოტექნიკური მოწყობილობის დანერგვის და მოდერნიზაციის/მონტაჟის/გაშვება-გამართვის დარგში;
- თბოტექნიკური მოწყობილობის ძირითადი ნორმატიული და მეთოდური მასალების, ნახშირის თბოელექტროსადგურის წარმოების ტექნოლოგიის, თბოენერგეტიკის დარგობრივი ნორმებისა და წესების ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება ნახშირის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში/ტექნიკურ მომსახურებაში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office, სპეციალიზებული პროგრამები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.