შპს "სიპაუერი" - მშენებელი ინჟინერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია - „CPower”, აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ინჟინერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების შეგროვების კონტროლი და კოორდინაცია;
- ჩატარებული საპროექტო-კვლევითი სამუშაოებით მიღებული საწყისი მონაცემების შემოწმება;
- გეოდეზიური სამუშაოების კონტროლი და მიღება, ტახომეტრული გადაღების ჩათვლით;
- მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების პაკეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამშენებლო მოედნის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის მომზადება საინჟინრო კომუნიკაციების ჩათვლით (გენერალური დამკვეთი ორგანიზაციისთვის);
- სამშენებლო მოედნის გადაცემის ორგანიზება, საინჟინრო კომუნიკაციების მიერთების წერტილების ჩათლით (სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად);
- გენერალური დამკვეთის და ქვე-კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის დამკვეთის მიერ გამოყენებული ნორმებისა და წესებისადმი შესაბამისობაზე შემოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ვადების და ხარისხის მართვა (სამშენებლო ნაწილი);
- დამკვეთის სახელით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ტექნიკური ზედამხედველობისა და დასრულებული სამშენებლო ობიექტების მიღების განხორციელება;
- შესასრულებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის მართვის გეგმის (QA/QC management procedure) შემუშავება. დამკვეთის პერსონალის, აგრეთვე პროექტში ჩართული ყველა ორგანიზაციის შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- მშენებლობის გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების, ასევე გამოყენებული მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების, ტექნიკური პირობების, შრომის დაცვის ნორმების თანახმად;
- დამკვეთის სახელით ფარული სამუშაოების, სამუშაოთა ეტაპების, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მზაობის, სამშენებლო ობიექტების ტექნიკური მიღების განხორციელება, საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებით;
- კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის რეკლამაციების, პრეტენზიების მომზადება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების/უხარისხო მოწყობილობის მიწოდების გამო, ასევე სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადების დარღვევის გამო;
- დეფექტების აღმოფხვრის ორგანიზება და კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარების კომისიის მუშაობაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინჟინერ-მშენებელი, ინჟინერ-თბოტექნიკოსი ან ინჟინერ-მექანიკოსი);
- სამშენებლო ნორმების და წესების (СНиП, ДБН, Eurocodes), თბოენერგეტიკის დარგობრივი ნორმებისა და წესების ცოდნა;
- თბოელექტროსადგურების მშენებლობა/რეკონსტრუქციის პროექტებში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ნახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office, AutoCAD.
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.