შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად წინადადებების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
- კომპანიის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგვმა და განხორციელება;
- პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;
- გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარების გეგმის შემუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
- კლიენტების ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტების/მომსახურებებისა და კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
- პროდუქციის შესყიდვის ტენდერების მუდმივი კონტროლი;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილების მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენების მცოდნე კანდიდატებს.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
წარმატებული თანამშრომლები ჩაერთვებიან კონკურენტულ საბონუსე სისტემაში!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 15 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.