შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - კომერციული სამსახურის სპეციალისტი
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის კუთვნილ ელექტროსადგურებზე გამომუშავებული და საქართველოში სხვა ელექტროსადგურებზე გენერირებული, ასევე იმპორტირებული, ექსპორტირებული და ტრანზიტული ელექტროენერგიისშესყიდვა/რეალიზაციასთან დაკავშირებული გაანგარიშების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
- კომპანიის პარტნიორებთან ექსპორტ-იმპორტის ან/და ტრანზიტის გრაფიკების შეთანხმება/შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- შეთანხმებული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება;
- იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხელშეკრულების მომზადება, კომპანიისთვის მომგებიანი პირობების იდენტიფიცირება და დაანგარიშება;
- ხელშეკრულების შესაბამისად თანხის გადახდის ვადიანობის კონტროლი და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის შეტყობინება;
- კომერციული და ტექნიკური აქტების შედგენა; მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლი, შედარება, გადახრების ანგარიში;
- კომპანიის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტთან, ექსპორტთან და შიდა ბაზარზე რეალიზაციასთან დაკავშირებული გაანგარიშების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
- ბუნებრივი აირის კომერციული მიღება - ჩაბარების აქტების შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ენერგეტიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- მათემატიკური აზროვნება;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- MS Office.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.