კომპანიის დამფუძნებლის მიმართვა

როგორც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დამფუძნებელს, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და საიმედოობით. ამასთან, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს   ენერგო უსაფრთხოებასა და  ეკონომიკის განვითარებაში,ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში.

დღეისთვის, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” და მისი შვილობილი კომპანიები ფლობენ და მართავენ ბიზნეს-აქტივების ფართო პორტფელს, რომელიც მოიცავს როგორც ენერგეტიკულ (ელექტროენერგიის წარმოება, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით  ვაჭრობა,  ნახშირის წარმოება), ასევე არა-ენერგეტიკულ აქტივებს (უძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ლითონის წარმოება და ა.შ.). კომპანიის მნიშვნელობისთვის საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯგუფის მფლობელობაშია საქართველოს თბო-ელექტრო სადგურების დადგმული სიმძლავრის თითქმის 60%, ასევე, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”  ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ნახშირის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს ქვანახშირის მოპოვება - გამამდიდრებელ სამუშაოებს.

ჩვენ არ ვაპირებთ არსებულით დაკმაყოფილებას. ჯგუფი მუდმივად ეძებს შემდგომი განვითარების მიმართულებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ბიზნეს სინერგია და საინვესტიციო პორტფელის გაფართოვებით უზრუნველყოს სტაბილური განვითარება.

ამასთან, კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობას, ასევე, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, სოციალურ და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.  ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა მომავალზე ზრუნვასთან ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის წარსულს, კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი პროგრამების სახით. ჩვენი თანამშრომლები კომპანიის უმთავრესი კაპიტალია. ადამიანი - მისი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის სტაბილურობა, პროფესიული ზრდა ,ეფექტიანობა და ქვეყნისათვის ,კომპანიისადმი ერთგულება პრიორიტეტი რაზეც ვაგებთ ჩვენი კომპანიის განვითარების სტრატეგიას.

მწამს , რომ ჩვენი გუნდის ერთიანი ძალისხმევით „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და მისი კეთილდღეობისათვის მთავარ მამოძრევებელ ძალად იქცევა.

 

დავით ბეჟუაშვილი