,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელიც მნიშვნელოვან ფლატფორმას წარმოადგენს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე მსჯელობისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებისთვის . კონგრეს აზერბაიჯანის ,ირანის ,სომხეთის , ყაზახეთის , ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ. ლევან ვეფხვაძე კონგრესის პირველი სესიის მოდერატორი იყო, სადაც სხვადასხავა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე ჰიდროელექტრო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ საქართველო ორი დღის, 20-21 თებერვლის ფარგლებში მასპინძლობდა.