,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მორიგი ნომინაციის მფლობელია. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ჯი-აი-ჯი“ დაჯილდოვდა, როგორც ენერგეტიკის სფეროში ახალი ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, როგორც გამორჩეული მეცენატი განათლების სფეროში და კომპანია, რომელიც, უმსხვილესი დამსაქმებელია ბაზარზე. ნომინაციების გადაცემის ცერემონია მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში შედგა, რომელიც წელს XIX-ედ ჩატარდა. ღონისძიებაზე მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსმა“ “2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოავლინა. Investment Award -ბიზნეს რეიტინგი, წელს უკვე მესამედ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჟიურიმ რჩეული ნომინანტები გამოავლინა. საუკეთესო ინვესტორებისა და კომპანიების მენეჯერების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ,,ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება“ „თბილისი გარდენ ჰოლში”, 14 დეკემბერს გაიმართა.