,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“სტუმრად საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ეწვია. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ძირითადი თემები საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებას, საინვესტიციო კლიმატს და კომპანიის საქმიანობას შეეხო. მხარეებმა სამომავლოდ შესაძლო თანამშრომლობის ინტერესიც გამოთქვეს.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელმა“ იაპონიის ელჩს, რომელიც კომპანიის საქმიანი ბიზნეს ფორტფელიოთი დაინტერესდა ,ადგილზე გააცნო ,,ჯი-აი-ჯის’’ ბიზნეს საქმიანობა.მანვე მიაწოდა ინფორმაცია იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ ,რომელსაც კომპანია წლებია წარმატებით ახორციელებს ქვეყნის ინდუსტრიულ და ენერგეტიკულ სფეროში .
შეხვედრის დასასრულს ტადაჰარუ უეჰარმა არაფორმალურ გარემოში კომპანიის ერთერთი თანამშრომელი გიორგი ფურცხვანიძე გაიცნო , რომელიც წლებია, ჰობის სახით, იაპონიის კულტურითა და ენის შესწავლით არის დაინტერესებული და რამდენიმე დღეში, იაპონური მხარის მიწვევით , პროექტში გამარჯვებულის სატუსით ტოკიოშია მიწვეული. (გიორგი ფურცხვანიძე ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ERP-ის ანალიტიკოსია)