2018 წლის 3 აპრილს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ჩინურ კომპანია „Harbin Electric International Co” –ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი ჯი-აი-ჯი-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ, ხოლო ჩინური მხრიდან კომპანია HEI-ს ვიცე პრეზიდენტმა ვანგ შიმინმა მოაწერა. მემორანდუმი რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის , ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობას გულისხმობს. მხარეებმა მზად ყოფნა გამოთქვეს გააერთიანონ თავისი ცოდნა და გამოცდილება,რაც თავის მხრივ გადამცემი ხაზების , ქვესადგურების ასევე თბო და ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა -ოპერირებას მოიცავს.
ჩინური კომპანია „Harbin Electric International Co” მრავალი წელია ოპერირებს ენერგო სექტორში მშენებლობისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოების კუთხით.