English |
„დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ და ხელოვნების სასახლის ერთობლი პროექტის ფარგლებში: უნიკალური არქეოლოგიური ნივთები საქართველოდან გატანას გადარჩა.
არქეოლოგიური ნიმუშები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 7-6 საუკუნით თარიღდება დღეს უკვე საქართველოს ხელოვნების სასახლის არქეოლოგიური საგანძურის ნაწილია. ექსპონატებს: ნაყოფიერების ღმერთი და ჯიხვი უკვე ჩაუტარდა პირველადი საკონსერვაციო სამუშაოები, გაიწმინდა მრავალსაუკუნოვანი მტვრისა და ნადებისაგან. სულ მალე ახლად შეძენილი ნიმუშები მუდმივ ექსპოზიციაშიც დაიმკვიდრებს ადგილს