შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - შრომის უსაფრთხოების ინჟინერი
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიდრო ელექტროსადგურებზე ექსპლუატაციისას ტექნიკური პირობების დაცვის უზრუნველყოფა; საექსპლუატაციო დოკუმენტაციის წარმოება; მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაზე ტექნიკური და ტექნოლოგიური მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- ჰიდრო ელექტროსადგურებზე პერსონალისა და დანადგარების მიმართ მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა;
- ჰიდრო ელექტროსადგურზე ავარიასაშიში დეფექტებისა და დაზიანებების გამოვლენა და საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაციის აღსადგენას შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- მოწყობილობების, შენობა-ნაგებობის პერიოდული დათვალიერებისა და ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
- ენერგოდანადგარების ექსპლუატაციისას დარღვებების გამოკვლევის ორგანიზება;
- მოწყობილობების მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების აღრიცხვა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და მდგომარეობის კონტროლი;
- პროფილაქტიკური ავარიასაწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების აღრიცხვა;
- პერსონალთან მუშაობის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- ჰიდრო ელექტროსადგურების პერსონალის ცოდნის გეგმიური/პერიოდული შემოწმების - ავარია და ხანძარსაწინააღმდეგო ვარჯიშების, მიზნობრივი ინსტრუქტაჟებისა და ინციდენტების მოკვლევის გეგმების შედგენა და კონტროლი;
- შრომის დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის შემუშავება; თანამდებობრივი ინსტრუქციების, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამების შემუშავება;
- ავარიულ/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საევაკუაციო გეგმის შედგენა;
- უსაფრთხოების წესებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესრულება და კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ჰიდრო ელექტროსადგურში მუშაობის გამოცდილება;
- ელექტროდანადგარების, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნა.
- შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმატივებისა და სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 9 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.