English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • ვაკანსიები
  • შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ERP სისტემის ადმინისტრატორი

    "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

    ძირითადი მოვალეობები:

    • კომპანიაში არსებული პროცესების შესწავლა/ანალიზი;
    • ERP სისტემის არსებული ფუნქციონალის შესწავლა, მისი ბიზნეს-პროცესებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
    • ბიზნეს პროცესების მფლობელებთან მუშაობა, პროცესების გამოკვლევა და მოთხოვნების განვითარება;
    • ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება სისტემის არქიტექტორთან ერთად, დოკუმენტირება და დავალების მიწოდება სისტემის დეველოპერთან;
    • გადაწყვეტილებების შესაძლო ალტერნატივების ანალიზი და გუნდთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება;
    • სისტემის ტესტირება, ტესტირების შედეგების ვალიდაცია;
    • სისტემის მომხმარებელთა მხარდაჭერა;
    • პრობლემური საკითხების და ხარვეზების იდენტიფიცირება, ხარვეზების შესრულების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
    • შესრულებული პრობლემური საკითხების და ხარვეზების მომხმარებელთათვის მიწოდება;
    • სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და გაუმჯობესებისათვის მონაწილე ყველა პროცესისა და ჩართულის მხარეების კოორდინირება;
    • სისტემის ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტის წარმოება.

     

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    • 1C სისტემის სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა;
    • მაღალი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
    • კომპლექსური მონაცემების მოპოვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების უნარი.
    • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

     

    პიროვნული მახასიათებლები:

    • კომუნიკაბელურობა;
    • ორგანიზებულობა;
    • დროის მენეჯმენტი;
    • გუნდური მუშაობის უნარი;
    • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
    • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    • რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.

    დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   vacancy@gig.ge  15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

     

    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი