შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში:
ძირითადი მოვალეობები:
· სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შედგენა, მათ შორის, შრომითი, მომსახურების, იჯარის, ნასყიდობის, სესხისა და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება;
- კომპანიის საქმიანობის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
- კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
- მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, შესწავლა, სამართლებრივი ანალიზის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭიროებისამებრ ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა;
- სანოტარო ბიუროსთან, საჯარო რეესტრთან და საჭიროებისამებრ სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან აგრეთვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები), სასურველია სპეციალიზაცია სამოქალაქო/ბიზნეს სამართალში;
- საოფისე კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ბენეფიტები:
- მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდთან ერთად;
- სტაჟირების პერიოდში მრავალფეროვან სამართლებრივ საკითხებთან შემხებლობა და როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- დასაქმების პერსპექტივა სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
- GIG Plaza-ში ფიტნეს კლუბის დარბაზით სარგებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.