შპს "ნეოგაზი" - პროგრამული აღრიცხვისა და ანგარიშგების მენეჯერი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროცესების შესწავლა/ანალიზი;
- ავტომატიზაციის სისტემის შესწავლა, მისი ბიზნეს-პროცესებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
- დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია მათი პროგრამული საჭიროებების გამოვლენის მიზნით
- ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიმართ ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, დოკუმენტირება და ვენდორისთვის დავალების მიწოდება;
- გადაწყვეტილებების შესაძლო ალტერნატივების ანალიზი და ვენდორთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი;
- ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენა;
- ტესტირების შედეგების ვალიდაცია;
- შედეგების და ანგარიშგებების პრეზენტირება;
- ანგარიშგების ფორმების შემუშავება;
- პროგრამული მონაცემების მუდმივი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა ბაზის გასწორება, ან/და სრულყოფის უზრუნველყოფა;
- არსებული პროცესების და შიდა ნორმატიული დოკუმენტების ანალიზი და შეფასება საოპერაციო რისკების კუთხით. ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- სისტემების მუდმივი განვითარება და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა ყველა საჭირო მიმართულებით;
- სისტემის მომხმარებელთა მხარდაჭერა;
- პრობლემური საკითხების და ხარვეზების იდენტიფიცირება, ვენდორის მიერ ხარვეზების შესრულების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
- შესრულებული პრობლემური საკითხების და ხარვეზების ტესტირება/ჩაბარება;
- სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და გაუმჯობესებისათვის მონაწილე ყველა პროცესისა და ჩართულის მხარეების მართვა და კოორდინირება;
- სისტემის ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მენეჯერული ანგარიშგების წარმოების, მონაცემთა ანალიზის და მოდელირების კუთხით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების უნარი;
- სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ინიციატივიანობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) სარგებლობა სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
სახელფასო განაკვეთი - 1500-დან 2000-ლარამდე კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭიროპროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნებამხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.