შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ოფისის მენეჯერი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსული კორესპონდეციის მართვა: სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება; ელ. ფოსტაზე მოსული მეილების მიღება, პასუხის გაცემა;
- კორესპონდენციის აღრიცხვა და სარეგისტრაციო რეესტრის წარმოება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელძღვანელობის მიერ ვიზირების უზრუნველყოფა;
- შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
- დასაქმებულთა სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა;
- ოფისის უზრუნველყოფა საკანცელარიო და სამეურნეო საქონლითა და ინვენტარით;
- შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და დამოწმების კონტროლი;
- საოფისე მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების კონტროლი;
- სამეურნეო და ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
- ბუღალტერიისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიწოდება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ხელშეკრულებები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- MS Office ცოდნა;
- ოფის-მენეჯერად ან კანცელარიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- მოწესიგებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგად განვითარებული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება: 750 ლარი (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 23 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.