შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სპეციალისტი
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი და ინსტალაცია (ვიდეოსერვერი, DVR, NVR, პლატები, ანალოგური და IPP კამერები);
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოვლა, გამართულად მუშაობის მუდმივი კონტროლი;
- ცენტრალური სიტუაციური ცენტრის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- დაზიანების შემთხვევაში მოშორებული წვდომით ან ადგილზე ჩასვლით პრობლემის აღმოფხვრა;
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების აპარატურის მოძიება, ტესტირება და შერჩევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- Geo Vision-ის სამეთვალყურეო სისტემების ცოდანა და მუშაობის გამოცდილება;
- Windows-ის ოპერაციული სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენიტრებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) სარგებლობა;
- კორპორატიული დაზღვევა;
- ავტოსადგომი პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.