შპს "სიპაუერი" - ტურბინის ელექტრო ინჟინერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" შვილობილი კომპანია - „CPower”-თვის აცხადებს ვაკანსიას ტურბინის ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბოელექტროსადგურის ელექტროტექნიკური მოწყობილობის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების შეგროვების კონტროლი და კოორდინაცია;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის და სქემების მიხედვით საწყისი მონაცემების და არსებული დოკუმენტაციის შეგროვება;
- ტექნიკური პირობების მომზადება ელექტროტექნიკური ნაწილის პროექტის შემუშავებისათვის ენერგობლოკის რეკონსტრუქციის დროს;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილში საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება, ანალიზი;
- ახალი მოწყობილობის და სისტემების არსებულ სისტემებთან შეთავსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ენერგობლოკის ელექტროტექნიკური მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოების კონტროლი და მიღება;
- დამკვეთის სამუშაოთა მოცულობის მომზადების ორგანიზება სამონტაჟო სამუშაოების დასაწყებად;
- ელექტროტექნიკური მოწყობილობის საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება და ანალიზი დამკვეთის გამოყენებული ნორმებისა და წესებისადმი შესაბამისობაზე, შემდგომი მიღებით;
- საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ვადებისა და ხარისხის მართვა (ელექტროტექნიკური მოწყობილობა);
- დამკვეთის სახელით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების შესრულების და ელექტროტექნიკური მოწყობილობის მიღების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება. საპასუხისმგებლო ზონა: ელექტროტექნიკური მოწყობილობა 6,6 კვ / 0,4 კვ სატურბინო დარბაზის, ენერგობლოკის სატრანსფორმატორო მეურნეობა (ბლოკის ტრანსფორმატორი, საშუალო ძაბვის ტრანსფორმატორი), ღია გამანაწილებელი მოწყობილობის სიმძლავრის გაცემის სქემა;
- მოედანზე შემოსული მოწყობილობის შემავალი კონტროლის განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება. საჭიროების შემთხვევაში შემავალი კონტროლის ჩატარება ელექტროტექნიკური მოწყობილობის მწარმოებელ ქარხნებში (factory test);
- პროექტის მიხედვით სამუშაოთა გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების, ვადების, ასევე გამოყენებული მასალების, ნაკეთობების, მოწყობილობის ხარისხის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტების, ტექნიკური პირობების, შრომის დაცვის ნორმების თანახმად;
- დამკვეთის სახელით სამონტაჟო სამუშაოების, გაშვება-გამართვის სამუშაოების, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური მიღების განხორციელება, საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებით;
- ენერგობლოკში შემავალი ელექტროტექნიკური მოწყობილობის გაშვება-გამართვის სამუშაოების პროგრამების, ინდივიდუალური და კომპლექსური გამოცდების ანალიზი, სამუშაოების შესრულების კონტროლი;
- გენერალური დამკვეთის მიერ მიწოდებული ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციების ანალიზი;
- საგარანტიო გამოცდების პროგრამების ანალიზი, საგარანტიო გამოცდების ჩატარების შედეგების მიმღებ კომისიაში მონაწილეობა;
- დამკვეთი ორგანიზაციებისთვის რეკლამაციების, პრეტენზიების მომზადება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების/უხარისხო მოწყობილობის მიწოდების, ასევე სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადების დარღვევის გამო;
- დეფექტების აღმოფხვრის ორგანიზება და კონტროლი;
- ობიექტის მიღების და ექსპლუატაციაში ჩაბარების კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
- თბოელექტროსადგურის საექსპლუატაციო და მომსახურე პერსონალის სწავლების გეგმის შემუშავება. ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილში საექსპლუატაციო პერსონალის სწავლების პროგრამების შემოწმება და შეთანხმება;
- ექსპლუატაციაში შესაყვანი ნახშირის თბოელექტროსადგურისთვის გეგმის “ready to operate” შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი პროფესიულ-ტექნიკური განათლება. პროფესიული მუშაობის გამოცდილება ელექტროსადგურების ელექტროტექნიკური მოწყობილობის დანერგვის და მოდერნიზაციის/მონტაჟის/გაშვება-გამართვის დარგში;
- თბოელექტროსადგურებზე მუშაობის არა ნაკლებ 10 წლიანი გამოცდილება. ელექტროტექნიკური მოწყობილობის ორგანიზების საბაზო სპეციფიკაციების და ინსტრუქციული მასალების; ნახშირის თბოსადგურების წარმოების ტექნოლოგიების, თბოენერგეტიკის დარგობრივი სტანდარტებისა და წესების ცოდნა;
- თბოელექტროსადგურების სამშენებლო პროექტების/რეკონსტრუქციის დარგში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არა ნაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ნახშირის ელექტროსადგურების წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების (Siemens, ABB, Schneider Electric) ელექტროტექნიკური მოწყობილობის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება ნახშირის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში/ტექნიკურ მომსახურებაში, სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.