მთავარი ბუღალტერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს ერთ-ერთი მსხვილი შვილობილი კომპანია უძრავი ქონების მართვის სფეროში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
- ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.
- ყოველთვიური მოგება - ზარალის, ბალანსის და ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
- ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
- დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 14 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.