შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - BI ბიზნეს ანალიტიკოსი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას BI ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ორგანიზაციებში არსებულ პროცესებსა და პროგრამულ უზრუნველყოფებში გარკვევა, ანალიზი და რეპორტინგის კუთხით გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- ბიზნესის მხრიდან მოთხოვნილი რეპორტების (მოთხოვნების) ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შემუშავება;
- ფუნქციონალური მოთხოვნების აღწერა და დოკუმენტირება;
- მოთხოვნილი რეპორტების პროგრამისტთან ერთად ანალიზი, მონაცემთა საცავის კონფიგურაცია;
- საცავში მონაცემთა მიგრაციის მართვა და ხარისხის კონტროლი;
- ანალიტიკურ სისტემაში (BI) რეპორტების აგება;
- ცალკეულ სისტემასთან მონაცემების გაცვლის კონფიგურაციების აღწერა;
- სისტემის ვერსიების მართვა;
- სისტემის მომხმარებელთა ტრენინგები, სისტემის მომხმარებელთათვის დისტანციური და ადგილობრივი კონსულტაციის გაწევა;
- სისტემის მომხმარებელთათვის ზოგადი და ინდივიდუალური სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება BI ანალიტიკოსის პოზიციაზე;
- სასურველია QlikSense BI სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა;
- MS office და outlook-ის ცოდნა;
- BI ანალიტიკური პროგრამების ცოდნა;
- ბიზნეს პროცესების დიზაინერის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვხილავთ.