შპს "ევროპული სკოლა" - ბუღალტერი
შპს “ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღლატრო დოკუმენტაციისა და ოპერაციების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების შედგენა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
- ხელფასებისა და პრემიების დარიცხვა;
- ყოველთვიური (სხვა პერიოდული) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- საბუღალტრო და ფინანსური ანალიზის გაკეთება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- BAF -ის სერტიფიკატი;
- სასურველია ბუღალტრად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა ორისის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 30 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.