საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მასშტაბით ხელშეკრულებების შედგენა - ექსპერტიზა; კომპანიის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
- ზოგადი ადმინისტრირების, სადამფუძნებლო პროცედურებისა და კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- სასამართლო დავებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მომზადება და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
- ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან/გადაცემასთან დაკავშირებული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის, ასევე სააუქციონო და სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი ნაწილის მომზადება.
- ბანკებთან ურთიერთობა/ხელშეკრულებების ექსპერტიზა, საბანკო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კოვენანტების შესრულების მონიტორინგი;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, მათი საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესწავლა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების გაცემა;
- ენერგო რეგულაციების მონიტორინგი, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
- დაქვემდებარებულ პერსონალს შორის ფუნქციების განაწილება, შესრულების კონტროლი და მათ მოტივაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით;
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ან შესაბამისი საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლიდერობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- სტრესის ქვეშ მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 4 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.