შპს "სიპაუერი" - სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი
შპს „სიპაუერი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- თბოელექტროსადგურის პროექტირებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტაციის მიღების კოორდინაცია და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტაციის რევიზირება და ანალიზი;
- გეოდეზიური მონაცემების მიღება რევიზირება და კონტროლი;
- მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კონტროლი და კოორდინაცია;
- სამშენებლო მოედნის მომზადების კოორდინაცია;
- სამშენებლო მოედნის სათანადო წესით გადაცემის უზრუნველყოფა გენერალური კონტრაქტორისთვის;
- საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
- სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობისა და შესაბამისი აღრიცხვის პროცედურების შემუშავება, გახორციელება და კონტროლი;
- სამუშაოების ეტაპების მიღების პროცედურების შემუშავება, გახორციელება და კონტროლი;
- სამშენებლო ნაწილში დეფექტებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების მოძიება;
- სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ინჟინერ-მშენებლის, ინჟინერ თბოტექნიკოსისა ან ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის პროცესში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო კონტრაქტორებთან სამშენებლო პროცესებში თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საინჟირო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის უნარი;
- საქართველოში მოქმედი და მიღებული (მათ შორის ევროკოდები) სამშენებლო ნორმების და დებულებების ცოდნა;
- შრომის უსაფრთხოების ბაზისების ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა;
- ავტოკადში და არქიკადში (სხვა საინჟინრო პროგრამებში) მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
- პასუხისმგებლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.