შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - მთავარი შიდა აუდიტორი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთავარი შიდა აუდიტორის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- რისკებთან მიმართებაში კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, შიდა დებულებების, პროცედურებისა, ინსტრუქციებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
- კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცესების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.
- რისკებზე დაფუძნებული აუდიტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ცალკეული აუდიტის დაგეგმვა, აუდიტის პროცესის ზედამხედველობა, აუდიტის ანგარიშის მომზადება, გაცემული რეკომენდაციების დროულად შესრულებაზე მონიტორინგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება შიდა / გარე აუდიტორად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველია
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
- 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტების მართვა;
- წერა და ანგარიშგება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.