
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში (GIG) შემავალმა კომპანიამ “Global International Energy Corporation” (GIEC) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და თურქეთის მიმართულებით 300 მგვტ-ის ალოკაცია (განაწილებული სიმძლავრე) მოიპოვა.
ელექროენერგიის ტრანზიტი ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით განხორციელდება.
ამ პროექტით საქართველო, რეგიონის მასშტაბით ენერგობაზარზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსს იძენს, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (GSE) 2014 წლის 19 ნოემბერს, სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების სპეციალური აუქციონში გამარჯვებული კომპანია -“Global International Energy Corporation” გამოავლინა.