"საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" აფილირებულმა კომპანიამ "Luraq Investments Limited"-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება "Indar"-ის აქციების 29,29% შეიძინა. უკრაინულ კომპანიაში შეძენილი პაკეტის წილის მფლობელი, პოლონური ბიოტექნოლოგიური კომპანია "Bioton" S. A. იყო.
მხარეებს შორის აქციათა პაკეტის შესყიდვის იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფდა იურიდიული კომპანია "DLA Piper Ukraine".
სააქციო საზოგადოება "Indar" - უკრაინული საწარმოა, რომელიც ინსულინის წარმოების სრულ ციკლს ფლობს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ კიევში.
DLA Piper Ukraina წარმოადგენს უმსხვილესი იურიდიული კომპანიიის DLA Piper-ის ნაწილს, რომლის წარმომადგენლები (იურისტები) აშშ-ს, ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობენ. DLA Piper-ის სახელით, მისი იურისტები კომპანიებს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურებას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.