English |

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს! დღესასწაული კომპანიამ, მზრუნველობა მოკლებულ და შეჭირვებულ ქალბატონებსაც მიულოცა და „კათარზისის სახლში“ სადღესასწაულო სადილი გამართა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დაფინანსებით „კათარზისის სახლში“ გამართულ უფასო სადილს 400 მდე მზრუნველობა მოკლებული და შეჭირვებული ბენეფიციარი სტუმრობდა.
GIG - როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ტრადიციულად, ყოველწლიურად აფინანსებს "კათარზისის სახლის" სადილებს, აქტიურად არის ჩართული სხვა და სხვა ტიპის სოციალურ პროექტებში. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "კათარზისის სახლში" მოქმედ სამადლო სასადილოში ბენეფიციარებისთვის სადღესასწაულო სადილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავადაც გამართავს.