English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      საქნახშირი
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სამთო სპეციალობებისთვის ახალი პროფესიული პროგრამა წარადგინა


    "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" იმ პროფესიების განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა , რომლებიც ,,ჯი-აი-ჯი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიების წამყავნი სპეციალობებია. ამჯერად დარგის სპეციალისტებთან ერთად სამთო პროფესიების მოდულები დამუშავდა. მთავარი მიზანი დარგის აღორძინება, ბაზარზე დაბრუნება, პოპულარიზაცია და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლაა.

    კომპანიამ დაასრულა სამთო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტებისა და მოდულების გადამუშავების პროექტი. დარგის სპეციალისტებისა და განათლების ფასილიტატორების მიერ განხორციელდა სამთო საქმის პროფესიული სტანდარტების/მოდულების ანალიზი და შემუშავდა შესაბამისი პროგრამა. აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებულია სამი მიმართულება - სამთო ტექნიკოსი, სამთო ელექტრომექანიკოსი და მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი.

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  
    პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების საჯარო განხილვა მოხდა.

    ახალი პროფესიული პროგრამა დაფუძნებული იქნება თანამედროვე სწავლების დუალურ პრინციპზე, რაც გულისხმობს საწარმოო პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროფესიულ სასწავლებლებს შეეძლებათ განახლებული პროგრამის ფარგლებში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება.

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი