
„საქნახშირის ჯი-აი-ჯი“ განვითარების სტრატეგიული გეგმით გაწერილი ტექნოლოგიური გადაიაღების ფარგლებში ქვანახშირის გამამდიდრებელ საწარმოსთვის ე.წ. ,,პრესფილტრს“ დაამონტაჟებს. პრესფილტრში ტუმბოთი ხდება 0,250 მიკროიანი ნახშირის ნაწილაკების (შლამის) შესვლა, პრესფილტრი იჭერს შლამს, ხოლო წყალს გარეთ გამოდევნის და, შესაბამისად, ახდენს შლამის გაუწყლოვნებას.ზოგადად, პრესფილტრში შემავალი შლამის სინესტე 80% აღემატება, რაც აქამდე შეუძლებელს ხდიდა მის ტრანსპორტირებას შემდგომი გამოყენებისთვის. გაუწყლოვნების შემდეგ კი შლამის სინესტე 16%-28%-მდე დაეცემა და გადამუშავებული პროდუქცია ლენტური კონვეინერით სარეალიზაციო ბუნკენერებს მიეწოდება, მაშინ როცა გაფილტრული წყალი უკან დაბრუნდება ფაბრიკაში შემდგომი მოხმარებისათვის.
ახალი ტექნოლოგიური პროცესის დანერგვა ზრდის წარმოების ეფექტიანობას და აჩენს აქამდე გამოუყენებელი დამატებითი რესურსის ათვისების შესაძლებლობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ პრესფილტრი მეზობელ თურქეთში შეუკვეთეს, რომელიც ივლისის ბოლოსთვის საქართველოში ჩამოვა, ფაბრიკაში დამონტაჟდება და სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს. საერთო ჯამში, ახალი ტექნოლოგიური ციკლის დამონტაჟება კომპანიას 500 ათას აშშ დოლარამდე დაუჯდება.