შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ERP სისტემის ადმინისტრატორი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროცესების შესწავლა/ანალიზი;
- ERP სისტემის არსებული ფუნქციონალის შესწავლა, მისი ბიზნეს-პროცესებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
- ბიზნეს პროცესების მფლობელებთან მუშაობა, პროცესების გამოკვლევა და მოთხოვნების განვითარება;
- ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება სისტემის არქიტექტორთან ერთად, დოკუმენტირება და დავალების მიწოდება სისტემის დეველოპერთან;
- გადაწყვეტილებების შესაძლო ალტერნატივების ანალიზი და გუნდთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- სისტემის ტესტირება, ტესტირების შედეგების ვალიდაცია;
- სისტემის მომხმარებელთა მხარდაჭერა;
- პრობლემური საკითხების და ხარვეზების იდენტიფიცირება, ხარვეზების შესრულების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
- შესრულებული პრობლემური საკითხების და ხარვეზების მომხმარებელთათვის მიწოდება;
- სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და გაუმჯობესებისათვის მონაწილე ყველა პროცესისა და ჩართულის მხარეების კოორდინირება;
- სისტემის ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- 1C სისტემის სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა;
- მაღალი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების უნარი.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.