შპს "ნეოგაზი" - მარკეტინგის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- სააგენტოებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- კომპანიის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მართვა და განვითარება;
- სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა;
- ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება);
- სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
- კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადება;
- გაზგასამართ სადგურებზე პერიოდული ვიზიტი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
- ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
- საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
- საოფისე კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; სასურველია Photoshop, Illustrator-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია სოციალური არხების და ვებ-გვერდების მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრეატიული აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.