შპს "ნეოგაზი" - გაზგასამართი სადგურის მენეჯერი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას გაზგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მომსახურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი/ზედამხედველობა;
- შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი/მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური მუშაობის კოორდინირება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა;
- სადგურის მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
- სადგურის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და კომპანიის მემეჯმენტთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება გაზგასამართ/ბენზინგასამართ სადგურზე ხელმძღვანელ პოზიციაზე
მუშაობის გამოცდილება
- გამოცდილება MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- კადრის შეფასების და მოტივირების უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- საწვავით უზრუნველყოფა
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2
სახელფასო განაკვეთი: 1250 ლარიდან 2000 ლარამდე კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.