შპს "ნეოგაზი" - მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
- საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
- მარკეტინგული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი და პერიოდული ანალიზი;
- მომხმარებლების სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
- გაყიდვების სტიმულირება და ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგვმა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი;
- მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა/განხორციელება;
- პერიოდული და მოთხოვნისამებრ რაპორტინგი;
- ბიზნესის და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და ანალიზი;
- სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო კორპორატიული ტარიფი;
- კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა სათავო ოფისის კაფეტერიაში;
- ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) მომსახურება სათავო ოფისში;
- ავტოსადგომი დასაქმებულების ავტომობილის პარკირებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.