შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" - სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი"
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
- შენობა – ნაგებობების დათვალიერება, დეფექტებისა და მათი წარმოშობის მიზეზების განსაზღვრა;
- მოცულობებისა და გრაფიკების შედგენა მიმდინარე სამეურნეო სამუშაოთა ჩასატარებლად;
- არსებული ავეჯის მოვლა-პატრონობა და მათი გადანაწილება;
- მასალებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშსწორების უზრუნველყოფა ბუღალტერიასთან ყოველთვიურად;
- სამეურნეო სამსახურისთვის საჭირო მასალების შემოტანის გრაფიკის შედგენა;
- განყოფილების საქმიანობის შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშის მომზადება;
- მასალებზე, ხელსაწყოებსა და ინსტრუმენტებზე განაცხადის გაკეთება და მიწოდება სამეურნეო სამსახურის უფროსისთვის;
- მომსახურე პერსონალის ინვენტარით, საწმენდი საშუალებებით, ინსტრუმენტებით, სპეც. ტანსაცმლით მომარაგება;
- შენობებში ელექტრო და სანტექნიკური გაყვანილობის ქსელების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შენობაში სისუფთავის და სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; შენობის ეზოს ტერიტორიაზე ნარგავების,მცენარეების,გამწვანების მოვლა პატრონობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Office.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
- დისციპლინარულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2017 წლის 16 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.