შპს "ჭრელი აბანოები" - მენეჯერი
შპს „ჭრელი აბანო“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სპა ცენტრის დიზაინირებაში, შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარების განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
- სპა ცენტრის კონცეფციის შემუშავება; სპა-სერვისების, პროცედურებისა და პროგრამების შედგენა;
- სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი;
- სპა ცენტრის სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუშაობის განრიგის შედგენა და მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა;
- სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სპა ცენტრის ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
- სპა ცენტრის თანამშრომლების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ფიტნეს ინდუსტრიის სპეციფიკაციების ცოდნა;
- სასურველია მომსახურების კურსის/ტრენინგის დამდასტურებელი სერტიფიკატი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- MS office.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მომხმარებლებზე ორიენტირებულობა;
- მართვის უნარი;
- პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კრეატიულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.