შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ - აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- ბაზრის ანალიზი, მოთხოვნების იდენტიფიცირება; კომპანიის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგვმა და განხორციელება;
- პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;
- გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარების გეგმის შემუშავება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
- კლიენტების ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტების/მომსახურებებისა და კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
- კომპანიის კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად წინადადებების მომზადება და წარდგენა მენეჯერისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ·საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.