შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - ბიზნეს ანალიტიკოსი
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე:
ბიზნესის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია ჰოლდინგის მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფების ბიზნეს პროცესების ანალიზზე, პროექტის დაგეგმარებასა და მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სისტემის მიმართ მოთხოვნების შესწავლა და სისტემის შესაბამისობის ანალიზი;
- სისტემის მიმართ დასმული მოთხოვნებისა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება;
- სისტემის მიმართ ცვლილებების აღწერა და დოკუმენტაციის წარმოება;
- სისტემის ტექნიკური კონფიგურაციის პარამეტრების აღწერა და დოკუმენტაციის წარმოება;
- სისტემის ფუნქციონალური ტესტირება;
- ტესტირების პროცესის ორგანიზება:
- სატესტო სცენარების მომზადება;
- ტესტირების რეესტრის წარმოება;
- აღმოჩენილი ხარვეზების აღწერა და დეველოპერზე გადაცემა;
- გასწორებული ხარვეზის ხელახალი ტესტირება;
- სისტემის ვერსიების მართვა;
- მონაცემების მიგრაციის მართვა და ხარისხის კონტროლი;
- ანალიტიკურ სისტემასთან მონაცემების გაცვლის კონფიგურაციების აღწერა;
- სისტემების ინტეგრაციის დოკუმენტის შედგენა;
- სისტემის მომხმარებელთა როლების შექმნა და კონკრეტულ მომხმარებლებზე მინიჭება;
- მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრობლემების იდენტიფიცირება, დაფიქსირებული პრობლემების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა და მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სისტემის ადმინისტრირება, დანერგვა, მოთხოვნების ანალიზი);
- პროგრამული უზრუნველყოფების ინტეგრაციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების დიზაინერის ცოდნა (Microsoft Visio ან სხვა ალტერნატიული პროგრამები);
- პროგრამის ტესტირებაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის (ფუნქციონალური მოთხოვნების დოკუმენტი, გადაწყვეტილების დიზაინის დოკუმენტი) წარმოების გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შედეგებზე ორიენტირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგად განვითარებული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების და დროის სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.