შპს "მტკვარი ენერგეტიკა" - ავტოამწის მემანქანე
შპს “მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოამწის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტოამწის მართვა ტვირთამწეობით 50 ტონა და ზევით;
- მომსახურება და პროფილაქტიკური რემონტი;
- მუშაობის პროცესში მანქანის მიღება ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად;
- მანქანის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ქონა;
- ავტოამწის მექანიზმებისა და მოწყობილობების გამართულ მდგომარეობაში და სუფთად ქონა;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის სერვისული მომსახურების აუცილებლობის დროული შეტყობინება;
- შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მუშაობის პერიოდში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 50 ტონიანი ავტოამწის მართვის გამოცდილება (აუცილებელია);
- ავტოამწის ექსპლუატაციის, რემონტისა და ტექნიკური მომსახურების წესები;
- საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმების ცოდნა;
- ჩატარებული ტექნიკური მომსახურების ვადებისა და შედეგების ცოდნა;
- ტვირთმოჭიდების საშუალებების მოწყობილობების ცოდნა და ბაგირის ტვირთზე ჩაბმის მეთოდები;
- მართვის მოწმობა - „C“ კატეგორია.
პიროვნული მახასიათებლები:
- ყურადღებიანი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.