შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ფინანსურ დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, პირველადი ინფორმაციის დამუშავება.
- ფაქტიური მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა.
- სტრუქტურულ ერთეულებათან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა.
- შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზი ბიუჯტთან და წინა პერიოდებთან.
- გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების რეპორტების შედგენაში მონაწილეობა და ანალიზი.
- საჭიროებისამებრ, სხვა რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში
- კოპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სტაჟირების ბენეფიტები:
- მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდთან ერთად;
- სტაჟირების პერიოდში მრავალფეროვან საკითხებთან შემხებლობა და როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი მენტორები;
- დასაქმების პერსპექტივა სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.