შპს "ევროპული სკოლა" - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვა; საჭიროებისამებრ, პერიოდული განახლება;
- სკოლის მასშტაბით წარმოებული საკადრო საკითხების შრომის კოდექსთან, შინაგანაწესთან, საერთაშორისო კონვენციებთან და სხვა შიდა და გარე მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით წარმოება;
- ორგანიზაციაში სამუშაოს ანალიზის ჩატარება და სამუშაო აღწერების შემუშავება; მიმდინარე სამუშაო პროცესში ახალი პოზიციებისთვის ან არსებულ პოზიციაზე ფუნქციების ცვლილებების/დამატების შემთხვევაში სამუშაო აღწერების შემუშავება/განახლება;
- თანამშრომელთა ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების შემუშავება/დანერგვა;
- არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების საუკეთესო ნაკადის მოზიდვის უზრუნველყოფა და შერჩევის პროცესის მართვა; შერჩევის პროცესის ეფექტურობის მიზნით ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვა; საჭიროებისამებრ ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების სააგენტოებთან თანამშრომლობა;
- თანამშრომელთა შესრულების ხარისხის შეფასებისა და გასაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბება-დანერგვა;
- ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგ-სისტემების ჩამოყალიბება;
- კორპორატიული კულტურის შექმნისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
- ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის შექმნა-დანერგვის უზრუნველყოფა;
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების მართვის როგორც ადმინისტრირების, ასევე განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
- რეკრუტმენტში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესის მართვის უნარი;
- რამდენიმე დავალების კოორდინირებულად შესრულების უნარი;
- თვითგანვითარებისთვის მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2020 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.