English |
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” 13 ივნის, თბილისში სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მწუხარებისა და თანადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” თითოეული წარმომადგენელი აცნობიერებს, რომ ის რაც გუშინ მოხდა თბილისში არის ყოველი ჩვენთაგანის ტრაგედია. გვინდა თანადგომა გამოვუცხადოთ დაზარალებულ თანამოქალაქეებს და კომპანია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება დაზარალებულებს.
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისის ღამით, თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით, უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს დაზარალებულებს.
თბილისი ჩვენი სახლია…