„ნეოგაზი“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია , რომლის ერთერთი მთავარი მიმართულებაა იზრუნოს უსაფრთხო გარემოზე , კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაუწყო. კომპანიის გადაწყვეტილებით ზესტაფონის გაზგასამართზე(სოფელ არგვეთასთან) ელექტრომობილებისთვის უფასო ელექტროსატენი დაამონტაჟა.მომსახურების სერვისი, ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა. შეგახსენებთ, რომ სოფელ არგვეთაში „ნეოგაზის“ განახლებული გაზგასამართი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.,,ნეოგაზის“სადგურზე სრულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ავტოგასამართის მუშაობის კონცეფცია ორიენტირებულია მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე. ადგილზევე ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი , ავტომატური ავტოსამრეცხაო და ვულკანიზაციის აპარატი. ,,მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურობის თემა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. კომპანია „ნეოგაზიც“ აქტიურად იწყებს გარემოზე ზრუნვას და მოუწოდებს მომხმარებლებს რომ აირჩიონ ის ბრენდი და პროდუქტი რომლის უკანაც გარემოსა და სიმწვანეზე ზრუნვა დგას. ამით შეიტანონ თავიანთი წვლილი ბუნების დაცვაში.აღსანიშნავია ,რომ შეკუმშული გაზის უპირატესობა იმაშიც გამოიხატება რომ ალტერნატიულ საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა და უფრო იაფი. ახლა კი, კიდევ უფრო ეკოლოგიური საწვავის გამოყენების პროპაგანდას ვეწევით და ჩვენივე სადგურზე , მომხმარებელს უფასო ელექტროდამტენით სარგებლობის საშუალებას ვაძლევთ“-აცხადებენ კომპანიაში. „ნეოგაზი“ საქართველოს მასშტაბით ფლობს 18 ავტო გაზგასამართ სადგურს და 12 მოძრავ სადგურს. „ნეოგაზი“ საქართველოს საერთაშორისო კორპორაციის მფლობელობაშია , რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.