საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია “მტკვარი ენერჯიმ” გამწვანების აქციის ფარგლებში 100 კიპარისი, 35კაპალტა და 50 ალვის ხე დარგო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ “მტკვარი ენერჯიდან” აცნობეს, განაშენიანება კომპანიის კუთვნილ საწარმო ტერიტორიაზე მოხდა. აქციაში „მტკვარი ენერგის“ მთელი გუნდი იყო ჩართული.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მწვანე აქციის “დატოვე შენი მწვანე კვალი“ ფარგლებში რამდენიმე წელია, წლის სხვადასხვა სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების საწარმო ტერიტორიაზე, სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავს.
აღასანიშნავია, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის აქციაშიც. კომპანიამ რამდენიმე ასეული ძირი ნაძვი უკვე დარგო ბორჯომში და სამომავლოდაც გეგმავს აქტიურობას.