English |
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია "ნეოგაზი" შეუერთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას „აღადგინე ბორჯომის ტყე“, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე მოხდა 500 ნერგის შეძენა.კომპანია "ნეოგაზის" წარმომადგენლებმა 27 მაისს ბორჯომში, aghadgine.ge-ს ეგიდით, ჩატარებულ ინფოტურში მიიღეს მონაწილეობა და ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პირადად დაათვალიერეს და შეარჩიეს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღსადგენი მონაკვეთი. სექტემბერში კი დარგვით პროცესს შეურთდებიან.