English |
თბოსადგური ,,მტკვარის“ დამფუძნებელი კომპანიის წილი ,,ჯი-აი-ჯი“-სთან აფილირებულმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძინა.
დაგეგმილია შეძენილი აქტივების გამოყენება, როგორც არსებული დადგმული სიმძლავრეების შენარჩუნებისთვის, ასევე სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჩინელ პარტნიორებთან ერთად.
აქტივის სახით, ჯგუფი „ინტერ რაოსგან“ შეძენილია ქ. გარდაბანში მდებარე თბოსადგური ,,მტკვარი“ ,რომელიც შედგება ორი ენერგობლოკისგან: მე-9 და მე-10. ობიექტს წლების განმავლობაში ფლობდა ჯგუფი „ინტერ რაო“.